მთავარი

კონტაქტი

 

 

.

1. ვისაც ეკუთვნის, უნდა მიეცეს, ვინც აშავებს, უნდა მიეზღოს.

2. სამართალი სიმართლის სიმაღლეზე უნდა იდგეს.

3. სახელმწიფო მოქალაქეზე მაღლა დგას- მოქალაქე ხელისუფალზე.

4. ჰუმანიზმი და წესრიგი  თანატოლადი  სიმაღლეებია.

სრულად ნახვა . . .

დარაჯმა   ჩაბარებული   ქონება   დაკარგა,   პატრონი   სულგრძელია:   დარაჯს პირდაპირ არ ადანაშაულებს. ქურდობა მომდევნო დღესაც განმეორდა და ასე უწყვეტად ოცი დღის  განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ  ქურდი ნაპოვნი არ არის, ფილოსოფიის მეორე  [რაოდენობის  თვისობრიობაში  გადაზრდის  ] კანონი  დარაჯს  დამნაშავედ  ცნობს, ხოლო სისხლის სამართალი და  საქართველოს კონსტიტუცია  უდანაშაულოდ.   

    

სრულად ნახვა . . .

 

  

რვა პარტია ფორუმმა შეკრიბა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ოთხპუნქტიანი პაკეტი შესთავაზა.  მას თეა წულუკიანმა ალასანიას გზა უწოდა. ინგა გრიგოლიამ  - ქდმ-ს ინიციატივა.

ეს არც ალასანიას გზაა და არც ქდმ-ს ინიციატივა. როდესაც 2008წლის დასაწყისში ფორუმმა კომიტეტების შექმნა გადაწყვიტა, კახა შარტავას მივმართე, რომ არ მჯეროდა  ბრძოლის ამ მიმართულების ეფექტურობის - დაპირისპირება წარმატებული იქნებოდა თუ ოპონირების მთავარ მიმართულებად  ოპოზიცია ისეთ უდავო საკითხს გახდიდა,  როგორიც საარჩევნო კანონმდებლობაა  და წარვუდგინე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა 10 პუნქტი, რასაც შემდგომ  450-მა  ქართველმა ადვოკატმა მოაწერა ხელი და ამ მოთხოვნით პარლამენტის წინ ადვოკატებმა აქციებიც გაიმართეს, სადაც საჯაროდ დაწვეს საარჩევნო კოდექსი.

სრულად ნახვა . . .

 
  წარმატების ფილოსოფია
 

 

  რა გვჭირს?

მიდგომებმა, რომლებიც ათეულობით წლების მანძიზე არასწორად „კვებავდა“ ჩვენს ცნობიერებას ჩამოაყალიბა სტერეოტიპები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებისა კი არა, მსოფლიოში უკვე მყარად აპრობირებული პრაქტიკის ჩვენში გადმოტანის საშუალებასაც კი ახშობს. ერთი რამ უდავოა პრობლემებში გარკვევა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

ყოფნა არყოფნასავით ამოვიჩემეთ, ევროპა ვართ თუ აზიაო? ერთი ვართ თუ მეორე? თუნდ მესამე ან სამივე ერთად.-რაარო!? იაპონელები ან კორეელები ევროპელები რომ არ არიან რა უშავრთ ვითომ? რა არის ევროპელობა იკითხა ვინმემ? იქნებ მენტალობაა, რაც პირველ რიგში სამართლისადმი გამძაფრებულ ერთგულებას გულისხმობს?!

 

სრულად ნახვა . . .

  

 ილიას სახელმწიფოებრიობის მოძღვრება არ შეუქმნია, მაგრამ მისი ხედვა სახელმწიფოს მოწყობის ბევრი მიმართულებით უდავო ღირებულებაა. სამწუხაროა რომ ილიას ნააზრევს ამ მიმართულებით ჩვენი საზოგადოების მხოლოდ მიზერული ნაწილი იცნობს, როგორც ჩანს სააკაშვილის ხელისუფლება ამ მიზერში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ მათ კაბინეტებს არ აკლიათ  ერის  მამის  პორტრეტები,  და თითოოროლა კუპლეტიც იციან ილიას პოეზიიდან, სახელმწიფოს მოწყობა 180 გრადუსით ილიას ხედვის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

სრულად ნახვა . . .

 

 

სულიერი ღირებულებებისადმი ზიარება თავისუფლებაა, მათთვის თავდადება ამაღლებაა. სურვილებთან ვერ გამკლავება მონობა. მორჩილების პრიორიტეტი განსაზღვრავს პიროვნებას.

ადამიანის ყველაზე დაბლა დაშვება არის ნებაყოფლობით ანგარებიანი თანხმობა თავისი არჩევანის გადაცემაზე არა რომელიმე კონკრეტულ საკითხზე, არამედ სრული უპირობო, უდავო მორჩილება ე.ი. მარიონატად ქცევა.

სრულად ნახვა . . .

 
 

 

  სახელმწიფოებრივი აზროვნება

 

თავისუფლებისათვის ბრძოლა რაინდების საქმეა, სახელმწიფოს მშენებლობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინტელექტუალების. სახელწიფოებრივი აზროვნება გაცემის ინსტიტუტია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნის უმაღლესი ღირებულება სახელწიფოა, მაგარამ ის წმინდა იდეალისტი არ არის, პრაგმატიზმი მისი ხორციელი მხარეა.

მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჯონ კენედიმ მიმართა ამერიკელ ხალხს: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რას გვაძლევს ჩვენ ამერიკა, არამედ რას ვაძლევთ ჩვენ მას“

სრულად ნახვა . . .

 
 

 

ჩვენი მენტალიტეტი პოსტულატი არ არის, ის გარემოების, საქართველოს ისტორიის და ქართული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური რეალობის ანარეკლია. სწორედ ეს უკანასკნელი აიძულებდა მუდმივად საქართველოს მოსახლეობას არსებული სიტუაციიდან ეძებნა გამოსავალი, რადგანაც უდიდესი სამი იმპერიის გზა გასაყარზე მათ შორის კავკასიაში ურთიერთობის მარეგულირებლის ფუნქცია ენიჭებოდა.

სრულად ნახვა . . .

 
 

 

  ხალხი და პოლიტიკოსები

  ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2009წ

  

ქვეყნის პერსპექტივა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ხალხის ნების ასახვის ხარისხისა სახელმწიფოს მართვაში.

ქვეყნები, რომლებშიც ხალხი ახვევს პოლიტიკოსებს თავის ნებას წარმატებული ქვეყნებია, რამდენადაც მაღალია გავლენის ხარისხი იმდენად სტაბილურია სახელმწიფო.

სრულად ნახვა . . .

 

პატრიარქმა 2008 წლის დასაწყისში საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრების საჭიროობას გაუსვა ხაზი.  ახალგაზრდა ირაკლი შიოლაშვილს ცნობიერების ჩამოყალიბებისთანავე, რადგან მან შეგნებულად ცხოვრების გზად ღვთის სამსახური აირჩია, არ შეიძლებოდა მონარქიასთან დაკავშირებით ჰქონოდა დღევანდელისაგან განსხვავებული პოზიცია, მაგრამ სწორედ ახლა, თავისი დიდების ზენიტში თვლის საჭიროდ უწმინდესი და უნეტარესი იქადაგოს სახელმწიფოებრიობის ამ ფორმის მნიშვნელობაზე.

სრულად ნახვა . . .

 

 

 

 

.

 

Copyright © 2009 ქართული სახელმწიფოებრიობა

All Rights Reserved.