|
რა გვჭირს?
მიდგომებმა, რომლებიც ათეულობით წლების მანძიზე არასწორად „კვებავდა“ ჩვენს ცნობიერებას ჩამოაყალიბა სტერეოტიპები, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზებისა კი არა, მსოფლიოში უკვე მყარად აპრობირებული პრაქტიკის ჩვენში გადმოტანის საშუალებასაც კი ახშობს. ერთი რამ უდავოა პრობლემებში გარკვევა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ყოფნა არყოფნასავით ამოვიჩემეთ, ევროპა ვართ თუ აზიაო? ერთი ვართ თუ მეორე? თუნდ მესამე ან სამივე ერთად.-რაარო!? იაპონელები ან კორეელები ევროპელები რომ არ არიან რა უშავრთ ვითომ? რა არის ევროპელობა იკითხა ვინმემ? იქნებ მენტალობაა, რაც პირველ რიგში სამართლისადმი გამძაფრებულ ერთგულებას გულისხმობს?! ქრონიკულ ავადმყოფად ექცა ჩვენს საზოგადოებას წარუმატებლობის მიზეზების არასწორად ახსნა. ოცი წელია უსაშველო გვჭირს საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ, გასაოცარია მიდგომების დაბალი სტანდარტი, არაადეკვატურობა რეალობას მოვწყდით: საჯარო პირებს ვისაც უნდა ერი ასამართლებდეს, საზოგადოების ნაწილი გმირად აცხადებს, სამართალვალდებულება ქართულ პოლიტიკაში საყოველთაო არ არის. ტერმინი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყალბი თვითკრიტიკის ატრიბუტიკადაა ქცეული. ვითარებას ამძიმებს ორ უკიდურესობას შორის მუდმივი ტორტმანიც, ერთის მხრივ საუბარი ჩვენს მოუმზადებლობაზე, არაგანსაკუთერბულობაზე თითქმის მკრეხელობად ითვლება და ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. მეორეს უკიდურესობა, საკუთარი ერის ნეგატივის გამუქება, უზნეო ინდივიდების მთელი ერის სახედ წარმოდგენაა. ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რომ ღირებულებები, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მთავარი იარაღი იყო, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის საქმის მხოლოდ ნაწილია. სახელმწიფოს მშენბლობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან შედარებით ხარისხობრივად უფრო რთული ამოცანაა და ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სამართლისა და სამართალაღსრულების, სტაბილურობისა და პასუხისმგებლობის ერთიან ჰარმონიაში მოყვანას გულისხმობს. XX-ე საუკუნის მეორე ნახევარში და XXI -ის დასაწყისი ფორმალური დეკოლონიზაციის ეპოქაა, ძალადობრივ ანექსიას შენიღბული მარიონეტული რეჟიმები ენაცვლება, ამიტომ დამოუკიდებლობა საძებნი ქვეყნის შიგნითაა და ის სამართლიანი არჩევნებით და დამოუკიდებელი სასამართლოთი განისაზღვრება. მომავალს წარსული უნდა კვებავდეს, უფრო მეტიც, ის წარსულის ფესვებზე უნდა აღმოცენდეს. ქართველ ერს აქვს სრული უფლება იამაყოს თავისი წინაპრებით, მაგრამ კატასტროფაა დარჩეს წარსულში და მოგონებებით ცხოვრობდეს. ღირებულია ქართველობის ღვაწლი, მაგრამ ცივილიზაციიის მასშტაბები ხარისხობრივი კატეგორიაა და მისგან იზოლირება სრული კატასტროფაა. მკაცრად გასამიჯნია რა არის ეროვნული და რა პოპულისტურ ეროვნული. უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო სამყაროს ცენტრია და სახელმწიფოს მშენებლობაში იმ პრაქტიკას უნდა ვიყენებდეთ, რომელიც წარმატებულმა ქვეყნებმა არა მარტო გაიარეს, არამედ გადატკეპნეს კიდეც. მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესი მიმართულია გლობალური მასშტაბით გავლენების მოპოვებაზე, ფინანსური ნაკადების კონტროლ-ქვეშ დაქვემდებარებაზე და მატერიალურ - ბუნებრივი რესურსების მიტაცებაზე. ჩვენი ამოცანაა, დავინახოთ ჩვენი თავი ამ ლაბირინთში და გავათვითცნობიეროთ რა ხარისხით აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, მის ცხოვრებაზე და განვითარების დინამიკაზე სად მიგვიყვანს ეს პროცესები მომავალში და ერთიც სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა შეიძლება იყოს მხოლოდ ზნეობრივი. მტაცებლური ბუნება ამ პროცესების პრიმიტიული არ გახლავთ ის კარგად გააზრებული, ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მომცველია და ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენს ჩვენნაირი ეკონომიურად სუსტი, სახელმწიფოებრივად ჩამოუყალიბებელი ქვეყნებისათვის, იმ ერებისათვის, რომელბთაც დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება არ გააჩნიათ. ზეგავლენა ძლიერ ქვეყნებზეც არსებობს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ მეორის ჩაგვრა, მჩაგვრელები და ჩაგრულები ყველა ქვეყანაში არიან, ამიტომ თავდაცვის სქემა, რომელიც უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხი არის: სახელმწიფო მანქანა ეროვნული ხასიათით, მართვის ინსტიტუციონალური მექანიზმი, დედა ეკლესიასთან მჭიდრო კონტაქტი, განათლების პრიორიტეტი. .....ყალბი დემოკრატია, მარიონეტი ხელისუფლება, ღირებულებების აღრევა, განათლების დაბალი დონე, გათითოკაცებული საზოგადოება, სამართლისადმი ნიჰილიზმი, სრულიად დაუცველს ხდის მას. გლობალიზაცია ძარცვავს არამარტო სახელმწიფოს და ერებს, არამედ თითოეულ ადამიანს. დაუცველს ხდის მას და უბიძგებს თვითონ გახდნენ იარაღი სხვების ჩაგვრაში. ამისთვის გამოიყენება, როგორც წახალისების, ისე ზეწოლის სხვადასხვა მეთოდები. გათითოკაცებას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი აზროვნება ეს ტერმინი ჩვენ დავამკვიდრეთ, ბევრმა დაიწყო მისი გამეორება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ გაიგო მისი შინაარსი. რაც ჩვენით გვჭირს იმის გარდა მეჩვენება, მაგრამ ცხადლივ, საქართველოს პარტიას პოლიტიკურ დაფაზე და ისიც ერთდროულ სეანსში ბოროტი გროსმაისტერი ეთამაშება, ამის დასტურია ის, რომ რა საყოველთავოდ აღიარებული ღირებულებებითაც წარმატებული ქვეყნები აშენდნენ, იმის საპირისპირო პროცესები მიზანმიმართულად ხორციელდება ჩვენს სამშობლოში.
|
|
Copyright © 2009 ქართული სახელმწიფოებრიობაAll Rights Reserved. |