1. ვისაც ეკუთვნის, უნდა მიეცეს, ვინც აშავებს, უნდა მიეზღოს.

2. სამართალი სიმართლის სიმაღლეზე უნდა იდგეს.

3. სახელმწიფო მოქალაქეზე მაღლა დგას- მოქალაქე ხელისუფალზე.

4. ჰუმანიზმი და წესრიგი  თანატოლადი  სიმაღლეებია.

5. ტრადიციისა და პროგრესის დაპირისპირება სახელმწიფოს ინტერესს ეწინააღმდეგება. 

6. .ყველა მოქალაქე  თანასწორია  უფლებებში და მოვალეობებშიც.

7. სახელმწიფოს დონეს განისაზღვრავს არა დასაქმება ან სოციალური დაცვა, არამედ მოსახლეობის   გადამხდელუნარიანობა.

8. მთავარია არა საკრედიტო და საინვესტიციო, არამედ ადამიანების ქმედითუნარიანობის რესურსი.

9. აღზრდა.  საყოველთაო განათლება, ინტელექტუალური რესურსისა და მეცნიერების პატრონაჟი სახელმწიფოს ანაბანაა.

10. გიყვარდეს მტერი შენი - არასოდეს შეიყვარო  ხელისუფლი!

11. ხელგაწვდილი  სახლს ააშენებ,  სახელმწიფოს ვერა!

12. ღვთისკურთხევა სახელმწიფოებრიობის თაობაზე გაზიარებული უნდა იქნას.

 

                                                              გელა გურასპაშვილი    

                                                                                რეზონანსი,  03/09/2012წ.