თავისუფლებისათვის ბრძოლა რაინდების საქმეა, სახელმწიფოს მშენებლობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინტელექტუალების. სახელწიფოებრივი აზროვნება გაცემის ინსტიტუტია, სახელმწიფოებრივად მოაზროვნის უმაღლესი ღირებულება სახელწიფოა, მაგარამ ის წმინდა იდეალისტი არ არის, პრაგმატიზმი მისი ხორციელი მხარეა.

მეოცე საუკუნის სამოციან წლებში ჯონ კენედიმ მიმართა ამერიკელ ხალხს: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რას გვაძლევს ჩვენ ამერიკა, არამედ რას ვაძლევთ ჩვენ მას“

ოცი წლით ადრე იოსებ სტალინმა უარი თქვა შეთავაზებაზე გაეცვალა თავის ტყვედ ჩავარდნილი შვილი ფედმარშალ პაულისუზე - ფორმულით: მე ჯარისკაცს ფედმარშალზე არ ვცლიო. ეს ორი მაგალითი, პირველი თეორიული და მეორე პრაქტიკული კლასიკური ნუმუშია სახელმწიფოებრივი აზროვნების.

სამეცნიერო ტექნიკური პროგრესის არაბუნებრივად სწრაფი აჩქარება, ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების არნახული მასშტაბი, უქმნის ადამიანს ყალბ ილუზიას თითქოს მარტოსაც შეუძლია სხვების თანადგომის გარეშე მოაგვაროს ყველა პრობლემა - ამის შემდგომ აღარ არის შორეული დევიზი: „ყველა თავისთვის“ და „არსებობისათვის ბრძოლის ყველა მეთოდი დასაშვებია.“

ჩაგვრის მეთოდიკა პროგრესირებადია, ძალადობა თანდათან უფრო თავხედურ ფორმებს იღებს, სამეცნიერო  - ტექნიკური პროგრესი და ქონების არაპროპორციული და უსამართლო განაწილება ინდივიდს დამოუკიდებლობის უფრო და უფრო ვიწრო ჩარჩოებს უტოვებს და ძლიერთა ამაქვეყნისათთან მისი ბრძოლა თითქმის უიმედო ხდება. ინდივიდის ზურგი ამ ბრძოლაში შეიძლება იყოს მისი თემური ერთობა და ეროვნული სახელმწიფო, რომლის ღერძიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეა.

სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ღირებულებებზე აგებული კანონმორჩილი პიროვნებაა, რომელიც გადაწყვეტილებებს შეგნებულად ღებულობს, თავის პირადი ინტერესების შეზღუდვის ხარჯზე ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლოდ. მისი ანგარება სახელმწიფოშია ასოცირებული, სახელმწიფოს წარმატება მისი დივიდენტია.

სახელმწიფოებრივი აზროვნება ვერ გუობს დაბალ სტანდარტს, მოთხოვნა ამ მიმართულებით არ შეიძლება გულისხმობდეს კომპრომისს, სამოსნობა მის არარსებობას ნიშნავს, ფორმალობა კი მისთვის ისეთივე ჭირია, რაც ნავისთვის ძირზე ნახვრეტი.

ეროვნულობა სახელწიფოს იმუნიტეტია და განსაზღვრავს მისი კოლექტიური უსაფრთხოების არსს. პიროვნების სრულფასოვნება ვერ შედგება თუ მისი აზროვნების გენეტიკური კოდის ხერხემალი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ იქნება. სახელმწიფოებრივი აზროვნება გულისხმობს მოქალაქის ისეთივე იდენტურ დამოკიდებულებას თავისი ქვეყნისადმი, როგორც თავისი ოჯახისადმი - თავისი თავისადმი, სახელმწიფო აზროვნება მოქალაქის დამოკიდებულებაა თავისი ქვეყნისადმი და ნიშნავს მის მზადყოფნას სახელმწიფო ინტერესებს არ დაუპირისპიროს თავისი მე. ეგოიზმი წამიერების ფავორიტია, მაშტაბში ის წამგებიანია. მოთავისეთა ერთობა ვერასოდეს ვერ გაუწევს კონკურენციას სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებას. სახელმწიფოებრივად აზროვნების მთავარი არსი მის საყოველთობაშია, ის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს თუ მას საზოგადოების მხოლოდ ვიწრო წრე გაიზიარებს.

სახელმწიფოებრივი აზროვნების პრაგმატიზმი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რომანტიზმს ვერ გაიზიარებს, სახელმწიფოს სამართლის იმ ნაწილში, სადაც მოქალაქის ვალდებულებებია სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ცალსახად არ უშვებს კომპრომისს, სახელმწიფოს მიმართ დანაშაული უნდა აღიქმეოდეს, როგორც ყველაზე უპატიებელი. არ უნდა არსებობდეს ილუზია დამნაშავის დასჯის შეუქცევადობის. იმ შემთხვევაშიც კი, სადაც დანაშაულის მტკიცება უტყუარი არ არის, პასუხისმგებლობის საკითხი ყველაზე მაღალი სტანდარტით უნდა დგებოდეს პასუხისმგებელი პირების მიმართ.

მავანი იტყვის, რა საჭიროა სახელმწიფოებრიობის მოძღვრება, უამისოდაც აშენებულა უამრავი სახელმწიფოო. აშენებულა და დანგრეულა კიდეც ჩვენი მთავარი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ შეიქმნას ფუნდამენტი, რომელიც სახელმწიფოს მშნებლობის მყარ და გრძელვადიან მემკვიდრეობითობას უზრუნველყოფს.

დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ინერცია ერს კომპლექსად ექცა და სახელმწიფოს მშენებლობის ერთ- ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი გახდა.

დღევანდელობის უდიდესი ამოცანაა: ქართველობაში შესისხლხორცებული თვისუფლების კულტი, სახელმწიფოებრიობაში გადავამისამართოთ.