დარაჯმა   ჩაბარებული   ქონება   დაკარგა,   პატრონი   სულგრძელია:   დარაჯს პირდაპირ არ ადანაშაულებს. ქურდობა მომდევნო დღესაც განმეორდა და ასე უწყვეტად ოცი დღის  განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ  ქურდი ნაპოვნი არ არის, ფილოსოფიის მეორე  [რაოდენობის  თვისობრიობაში  გადაზრდის  ] კანონი  დარაჯს  დამნაშავედ  ცნობს, ხოლო სისხლის სამართალი და  საქართველოს კონსტიტუცია  უდანაშაულოდ.       

კონსტიტუციის    მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი განმარტავს: საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ადამიანების უდიდეს  უმრავლესობას დარაჯის დამნაშავეობაში ეჭვი არ ეპარება. კანონით  კი  ის  უდანაშაულოა.  უდანაშაულობის   პრეზუმფცია,  ადამიანის   უფლებები-გამოცხადდა განგაში.  ისეთებიც  გამოჩნდნენ  დარაჯის  დაჯილდოვებას  რომ  ითხოვენ      იმ  მოტივით,  რომ   ზარალი,   შესაძლოა,   მეტი   ყოფილიყო,   დარაჯის   სიმარჯვემ   და პროფესიონალიზმმა გვიხსნაო

ოცი წელიწადია, საქართველო მსგავს მდგომარეობაშია-უსაშველო გვჭირს, მართლისა და მტყუანის ამბავი გვაქვს გასარკვევი.  უნდა გაირკვეს, რაც ჩვენს თავს ხდება დაუჯერებელი შემთხვევითობაა თუ კანონზომიერება?

შემთხვევითობაა თუ  ერთი  ჯაჭვის  ორმოცი  რგოლი?

1.                 მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის ბოლო.

2.                 საქართველოს მმართველი კომუნისტური პარტიის უმოტივაციო პასიურობა და ამით ხელგახსნილი მრგვალი მაგიდის სარგებელი.

3.                 გამსახურდიას გარემოცვა და რომ გამარჯვებამდე  ის უნაკლოდ მართავს პროცესს,ხოლო ხელისუფლებაში მოსული, უშვებს დანაშაულებრივი შეცდომების კასკადს - არ ნიშნავს არჩევნებს სამოქალაქო დაპირისპირების გასანმუხტავად.

4.                  უზენაესი საბჭოს არაწევრების ხელმოწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე.

5.                 გამსახურდიას ზუგდიდში დაბრუნება აფხაზეთში ომის პერიოდში.

6.                 გამსახურდიას ბოლო  და  გარდაცვალების თარიღი, 31 დეკემბერი, გამოძიების არასრულფასოვნად წარმოება გარდაცვალების გარემოებათა დადგენასთან დაკავშირებით.

7.                 შევარდნაძის გარემოცვა. სამხედრო გადატრიალების სამართლებრივი შეფასების გარეშე  დატოვება.  თენგიზ სიგუას მიერ სასამართლოს მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით.

8.                 ქართული გვარდიის შესვლა აფხაზეთში.  ბაგრამიანის ბატალიონის  კონფლიქტში მონაწილეობის რეაგირების გარეშე დატოვება.

9.                ცალმხრივად  ქართული მხრის მიერ მძიმე ტექნიკის გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან.

10.               პარტიზანული ბრძოლის არ გაგრძელება აფხაზეთის  ტერიტორიაზე.

11.             სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრა, აფხაზეთის ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის დახვრეტის ფაქტზე.

12.              ომში დამარცხების  მიზეზების სამართლებრივად შეუფასებლობა.

13.            ომში მხარედ მონაწილე რუსეთისათვის  სამშვიდობოს სტატუსის მინიჭება.

14.              საერთაშორისო სამართალის იგნორიება, რაც ლტოლვილების სახლებში დაბრუნების უპირობო უფლებას უზრუნველყოფს.

15.             ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც მოჰყვა მოსახლეობის ძარცვა გაღატაკება-დემურ დვალიშვილის ბოლო.

16.            კონსტიტუციაში ავტონომიების სტატუსის განუსაზღვრელობა.

17.            მეზობელ  ქვეყნებთან  საზღვრის დემარკაციის უქონლობა.

18.             ყველა არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსის ცვლილება. გამყალბებელთა სამართალშეუხებლობა.

19.             შევარდნაძის მიერ საჯაროდ სააკაშვილის თავის მემკვიდრედ გამოცხადება.

20.             სააკაშვილის გარემოცვა. ხელისუფლების გადაბარების პროცესში ივანოვის ვიზიტი თბილისში.

21.             საქართველომ - საზღვაო ქვეყანამ, ერთ დღეს გაყიდა მთელი საზღვაო ფლოტი.

22.             პრივატიზაციის სახელით ქვეყნის სიმდიდრეების უცხოელებზე  გადაცემა.

23.             ტრანზიტზე  რამოდენიმეჯერ დაბალი ტარიფი საერთაშორისო ნომინალთან შედარებით.

24.             საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, რომელმაც დაანგრია ქართული მეწარმეობა.

25.             სინდისის თავისუფლების სახელით ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე და მართლმადიდებლობაზე შეტევა.

26.             თვითმართველობის იგნორირება  სამივე  მმართველი ძალის მხრიდან.

27.             სანაკოევის მთავრობის ჩამოყალიბება და არჩევნების ჩატარებით სამხრეთ ოსეთის იმ ფარგლებში ფიქსირება, რომლითაც რუსეთმა ცნო მისი დამოუკიდებლობა.

28.             კოდორის ხეობისათვის ზემო აფხაზეთის დარქმევა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იარაღის აყრა და მტრისთვის უბრძოლველად ჩაბარება.

29.             თბილისის და სხვა ქართული ქალაქების გადაღებვა  ქართული და ევროპული ხედვისათვის ზედმეტად კონტრასტულ -არატრადიციულ  ფერებში. პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გატანა  რეგიონულ ცენტრებში.

30.             განათლების სისტემის, განსაკუთრებით ტექნიკური დარგებისა და მეცნიერების ნგრევა,  მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიზანმიმართული მოსპობა.

31.             შობადობის ზრდის ხელისშემშლელი პოლიტიკის გატარება.

32.             ქუჩაში საჯაროდ ახალგაზრდების  დახვრეტა.

33.             მასიურად მეწარმეებისთვის უკანონოდ დარიცხული დავალიანებების წარმოშობა, რომელთა გასწორებას მიზანმიმართულად უშლის ხელს ხელისუფლება.

34.             განცხადებები, რომელიც ხელოვნურად ძაბავდა ქართულ-რუსულ ურთიერთობას.

35.             პუტინის განცხადება კოსოვოს მაგალითის საქართველოზე გავრცელებაზე [ზაგატოვკა].

36.             ცხინვალის ევაკუაცია ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

37.             რუსულ სამშვიდობო ძალების  სამშვიდობოს სტატუსის გაუქმებამდე  ცხინვალში ომის დაწყება. ცეცლის გახსნა არა როკის, არამედ ცხინვალის მიმართულებით.

38.             ომის წარმოება ორივე მხრიდან,   საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით.

39.            რუსეთის პასიურობა სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილების საკითხში.

40.            სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულების კონფიდენციალურობა.

PS. ეს ყველაფერი შემთხვევითობაა ?  დარაჯიც,  შესაძლოა, მართალიც იყოს, მაგრამ თავიც რომ   მოვიტყუოთ,  ჯონ  პერკინსს   ვეღარავინ გააჩუმებს იმ  ნაწილში,  რაც  მან უკვე თქვა,  მაგრამ  რაც თვითონაც  არ  იცოდა? ... და კიდევ  კითხვები,  რომლებსაც ხვალინდელი დღე  დასვამს?  

ერთი ფილოსოფოსის საიტზე ანეგდოტი წავიკითხე: ერთი ძროხა ეუბნება მეორეს: ვფიქრობ ადამიანები მხოლოდ იმიტომ გვაჭმევენ, რომ ჩვენი რძე სვან, მერე დაგვკლან  და  შეგვჭამონ. მეორე პასუხობს: მოეშვი მაგ შენ სულელურ  შეთქმულების თეორიას,  თორემ მთელი ნახირი შენზე იცინებს...

ვფიქრობ,  ამ კითხვებს მომავალში პასუხებად აღიქვამენ !!!